დონალდ ტრამპი - აშშ-ში მყოფი უკრაინის მოქალაქეები ომის დასრულებამდე აქ დარჩენას შეძლებენ - Palitra News

დონალდ ტრამპი - აშშ-ში მყოფი უკრაინის მოქალაქეები ომის დასრულებამდე აქ დარჩენას შეძლებენ

2025-07-30 09:01:08+04:00

აშშ-ში მყოფი უკრაინის მოქალაქეები ომის დასრულებამდე აქ დარჩენას შეძლებენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, შეძლებენ თუ არა ის უკრაინელები აშშ-ში დარჩენას, რომლებმაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო ქვეყანა დატოვეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „დიახ“.

„დიახ. ვფიქრობ, რომ ამას გავაკეთებთ. უკრაინიდან ბევრი ადამიანი გვყავს და მათთან ერთად ვმუშაობთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში ცნობები ვრცელდებოდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ში მყოფი 240 000 უკრაინელისთვის დროებითი ლეგალური სტატუსის გაუქმებას გეგმავდა.