გაფართოვდება თუ არა სანქცირებულთა სია?! - ლიეტუვის მიერ ამოქმედებული შეზღუდვების შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებს ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებიც დააწესებენ. ხელისუფლების ოპონენტები ელჩების მისამართით ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებსაც ემიჯნებიან და ამბობენ რომ მმართველი გუნდის გზავნილები უმძიმეს შედეგებს გამოიწვევს. რიტორიკას არ იცვლიან სახელისუფლებო გუნდში. მმართველი გუნდის აზრით, ევროპული ბიუროკრატია ვიწრო ინტერესებით მოქმედებს და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უხეშად ერევა.