გივი მიქანაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული კოლეჯის „ახალი ტალღა‘‘ ახლად აშენებული სასწავლო კორპუსი გახსნა - Palitra News

გივი მიქანაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული კოლეჯის „ახალი ტალღა‘‘ ახლად აშენებული სასწავლო კორპუსი გახსნა

2025-07-30 09:28:30+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული კოლეჯის „ახალი ტალღა‘‘ ახლად აშენებული სასწავლო კორპუსი გახსნა. ახალი სასწავლო კორპუსი 90 სტუდენტზეა გათვლილი - ორსართულიან შენობაში განთავსებულია თანამედროვე მატერიალური ბაზით აღჭურვილი კულინარიის, კონდიტერიისა და სარესტორნო მომსახურების პროგრამების სასწავლო სახელოსნოები. კოლეჯი სრულად აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და ინვენტარით. კოლეჯი „ახალი ტალღა‘‘ წარმოადგენს მრავალპროფილურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს 36 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ტურიზმის, სამშენებლო, აგრარული, სამედიცინო, ხელოვნებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ორ ლოკაციაზე–ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და დაბა ხულოში. ყოველწლიურად კოლეჯი 1500-მდე სტუდენტსა და მსმენელს ემსახურება.