კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, პარტნიორი უნივერსიტეტების ლექტორები მედიაწიგნიერების სწავლებაში გადაამზადა. მონაწილე უნივერსიტეტები მომდევნო სასწავლო წლიდან მედიაწიგნიერების კურსს სასწავლო პროგრამაში დაამატებენ, ხოლო სპეციალურად შემუშავებული პროგრამის მიხედვით გადამზადებული ლექტორები აღნიშნულ კურსებს გაუძღვებიან. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, რის შემდეგაც, კურსის სილაბუსის შემუშავების, სალექციო პროცესის წარმართვისა და არსებულ აკადემიურ კურსებში მედიაწიგნიერების კომპონენტების ინტეგრირების მეთოდოლოგიას და შესაძლებლობებს გაეცნენ.