აშშ-ის პრეზიდენტმა, რუსეთს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების შესაწყვეტად, 10-დღიანი ვადა მისცა. მისი თქმით, თუ რუსეთი დათქმულ ვადაში შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს, აშშ ტარიფებსა და სხვა ეკონომიკურ ზომებს დააწესებს. დონალდ ტრამპმა 28 ივლისს ვლადიმერ პუტინის მიმართ იმედგაცრუება გამოთქვა და განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად რუსეთისთვის მანამდე განსაზღვრულ 50-დღიან ვადას შეამცირებს. უკრაინის პრეზიდენტმა, ტრამპის ახალ ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა.