ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს - Palitra News

ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

2025-07-30 12:25:17+04:00

ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ცესკოში აღნიშნავენ, რომ ევროპარლამენტის მორიგი განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიიჩნევა, როგორც სამართლებრივი პრინციპის - უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. ,, იმ ფონზე როცა ქვეყანაში სულ რამდენიმე თვეში მუნიციპალიტეტის არჩევნები უნდა გაიმართოს და ფაქტობრივად წინასაარჩევნო პერიოდია, ამ ტიპის განცხადებები შესაძლოა განვიხილოთ როგორც საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების და მის მიმართ ნდობის შემცირების მცდელობა’’ - ნათქვამია განცხადებაში. საუბარია, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შემდეგ, 9 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც წერია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რამაც, ავტორიტარული მმართველობის დამყარებისკენ გარდამტეხი როლი შეასრულა.