მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 36 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ქვეყნიდან გააძევეს: აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნეპალის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, ფილიპინების და ჩინეთის - ჯამში 36 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.