გივი მიქანაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ივანე აბაშიძესთან და ბრიტანეთის ელჩ გარეტ უორდთან ერთად, საზღვაო აკადემიას ეწვია - Palitra News

გივი მიქანაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ივანე აბაშიძესთან და ბრიტანეთის ელჩ გარეტ უორდთან ერთად, საზღვაო აკადემიას ეწვია

2025-07-30 12:27:25+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ივანე აბაშიძესთან და ბრიტანეთის ელჩ გარეტ უორდთან ერთად, საზღვაო აკადემიას ეწვია, სადაც თანამშრომლებსა და სტუდენტებს შეხვდა.

ვიზიტისას სტუმრებმა საზღვაო აკადემიის სასწავლო-საწვრთნელი ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის ინფრასტრუქტურას, მათ შორის ხიდურის რესურსების მართვის სიმულატორს, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და სტუდენტებს პრაქტიკული სწავლების რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გავლის შესაძლებლობას აძლევს.