აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად რუსეთისთვის დაწესებული საბოლოო ვადის 10 დღემდე შემცირებას გამოეხმაურა - Palitra News

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად რუსეთისთვის დაწესებული საბოლოო ვადის 10 დღემდე შემცირებას გამოეხმაურა

2025-07-30 12:32:14+04:00

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად რუსეთისთვის დაწესებული საბოლოო ვადის 10 დღემდე შემცირებას გამოეხმაურა. ტრამპის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესება დონალდ ტრამპის უფლებამოსილების ნაწილია. დონალდ ტრამპმა 28 ივლისს ვლადიმერ პუტინის მიმართ იმედგაცრუება გამოთქვა და განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად რუსეთისთვის მანამდე განსაზღვრულ 50-დღიან ვადას შეამცირებს. უკრაინის პრეზიდენტმა, ტრამპის ახალ ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა.