სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა დააკავეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ცანავა უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. საკითხს გამოეხმაურენენ ქართული ოცნებიდან. უმრავლესობის ლიდერების თქმით, უწყებას დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები გააჩნია, შესაბამისად შემთხვევის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა უსაფუძვლოა. ცანავას თანაგუნდელები ხელისუფლების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციაზე საუბრობს.