დედაქალაქის მერია თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლებს, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებულები, ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თუკი თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლებს საცხოვრისი არ გააჩნიათ და უსახლკაროთა სტატუსს მიიღებენ, შემდგომში ისინი მუნიციპალური ქონებითაც დაკმაყოფილდებიან. მერის თქმით, უსახლკაროთა სტატუსის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციას თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლები სამგორის რაიონის გამგეობაში მიიღებენ.