კამჩატკაზე მომხდარი 8,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძრვის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამიმ ჰავაის მიაღწია - Palitra News

კამჩატკაზე მომხდარი 8,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძრვის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამიმ ჰავაის მიაღწია

2025-07-30 15:32:08+04:00

კამჩატკაზე მომხდარი 8,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძრვის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამიმ ჰავაის მიაღწია. მედიის ცნობით, მაუის კუნძულის ცენტრალურ-ჩრდილოეთ სანაპიროზე ტალღების სიმაღლე ერთ მეტრს აღემატება. ამ ეტაპზე ხელისუფლება მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ არ იუწყება. სტიქიის გამო, ჰავაის მიმართულებით ფრენები გაუქმებულია. აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა ჰავაის პორტებიდან კომერციული გემების ევაკუაციის განკარგულება გასცა. ყველა ნავსადგური ამჟამად დახურულია. ცოტა ხნის წინ ცუნამი ასევე დაატყდა თავს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთსაც. იაპონიის ხელისუფლებამ წყნარ ოკეანეში სიტუაციის მონიტორინგში ავიაგამანადგურებლები და ვერტმფრენები ჩართო. სტიქიის გამო 2011 წლის მარტში დაზიანებული ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები ევაკუირებული იყვნენ. დროებით შეჩერდა ჩქაროსნული მატარებლების ნაწილის მოძრაობაც. დაზარალებულებისა და ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.