თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - რა განაცხადა დღევანდელ სასამართლო პროცესზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - რა განაცხადა დღევანდელ სასამართლო პროცესზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა

2025-07-30 15:33:44+04:00

თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლის წინაშე ჩვენებას მისცემს. მანამდე კი მსჯავრდებულმა შესავალი სიტყვა წარმოთქვა, სადაც კრიპტოვალუტის მითვისებასთან დაკავშირებით მის საქმეზე ისაუბრა, ასევე დაკავებასა და საქართველოში ჩამოყვანაზე. ბაჩიაშვილმა შესავალ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ციხეში მის ცემასთან დაკავშირებითაც განაცხადა, რომ მიმდინარე საქმეები პოლიტიკური შეკვეთის შესრულების მცდელობაა. გიორგი ბაჩიაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება , რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.