ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ცესკოში აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნოდ ამგვარი განცხადების გავრცელება შეიძლება არჩევნების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად შეფასდეს. საუბარია, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შემდეგ, 9 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც წერია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რამაც, ავტორიტარული მმართველობის დამყარებისკენ გარდამტეხი როლი შეასრულა. როგორ ეხმაურებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებას?