კანადის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ კანადა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს - Palitra News

კანადის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ კანადა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს

2025-07-31 09:23:31+04:00

კანადის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ კანადა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. მისივე განმარტებით, კანადა ორი სახელმწიფოს პრინციპს მხარს უჭერდა, როგორც მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ სამშვიდობო პროცესს, თუმცა ეს მიდგომა აღარ არის გამართლებული. კანადის ლიდერის განმარტებით,ადგილზე არსებული რეალობა, მათ შორის ღაზაში მოსახლეობის შიმშილი, ნიშნავს, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა მსოფლიოს თვალწინ ფაქტობრივად ქრება, ამიტომაც საჭიროა მოქმედება. კანადასთან ერთად საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას სექტემბერში აანონსებენ.