ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოზიცია ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე მმართველი პარტიის ინტერესების დაცვას ემსახურება - Palitra News

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოზიცია ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე მმართველი პარტიის ინტერესების დაცვას ემსახურება

2025-07-31 09:24:19+04:00

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოზიცია ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე მმართველი პარტიის ინტერესების დაცვას ემსახურება და არა დემოკრატიული პროცესის განმტკიცებას. მათი თქმით, ცესკოს რეაქცია ადასტურებს, რომ უწყება დამოუკიდებელ ორგანოდ აღარ ფუნქციონირებს და არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა კიდევ უფრო მცირდება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეშფოთება გამოთქვა ევროპარლამენტის სახელით გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რამაც, ავტორიტარული მმართველობის დამყარებისკენ გარდამტეხი როლი შეასრულა.