მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი პირველ აგვისტოს გაიმართება - რა ახალი დეტალებია ცნობილი "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის საქმეზე - Palitra News

მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი პირველ აგვისტოს გაიმართება - რა ახალი დეტალებია ცნობილი "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის საქმეზე

2025-07-31 12:16:27+04:00

ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის ფარგლებში მას ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან, დასკვნითი სასამართლო პროცესი პირველ აგვისტოს გაიმართება. ხვალინდელ პროცესზე, ადვოკატებმა სასამართლოს დასკვნით სიტყვას უნდა წარუდგინონ. წინა სხდომაზე საქმის პროკურორებმა განაცხადე, რომ მზად არიან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილონ. ამაღლობელის მხარდამჭერები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული, დაუსაბუთებელი და უკანონო საქმე აღძრეს.