ქვემო ქართლის პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთმა პირმა ძმის, ასევე ბრალდებულის სახით კიდევ ერთი დაკავებულის დახმარებით, 2006 წელს დაბადებულ გოგონას, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. სამართალდამცველებმა, გოგონას ადგილსამყოფელი იმავე დღეს დაადინეს, და ბრალდებულები დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.