საქსტატი ეკონომიკური ზრდის ახალ მაჩვენებლებს აქვეყნებს - Palitra News

საქსტატი ეკონომიკური ზრდის ახალ მაჩვენებლებს აქვეყნებს

2025-07-31 13:38:16+04:00

საქსტატი ეკონომიკური ზრდის ახალ მაჩვენებლებს აქვეყნებს. როგორც მონაცემებიდან ჩანს, საქართველოს ეკონომიკა ივნისში 6.3%-ით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტი იყო. ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2025 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება და ვაჭრობა. ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში.