ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საკუთარი გეგმები შესახებ საუბრობენ. ამავდროულად, დღეს 21:00 საათზე, მთაწმინდის პარკში „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს ოფიციალურად წარადგენს. კალაძე თბილისის მერის არჩევნებში კენჭს მესამედ იყრის. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს - „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ მერობის საერთო კანდიდატზე გადაწყვეტილება 4 სექტემბრამდე უნდა მიიღონ. როგორც პარტიებში ამბობენ, ამ ეტაპზე, არაერთი შესაძლო კანდიდატურა განიხილება, ხოლო შერჩევის პროცესი საზოგადოებასთან ღია კომუნიკაციასა და კვლევებზე დაყრდნობით წარიმართება. ამასთანავე, კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია კიდევ 8 ოპოზიციური გაერთიანება, თუმცა ხელისუფლების ოპონენტთა რიგებიდან კვლავ გვესმის გაერთიანების იდეა. რა გეგმები აქვთ პოლიტიკურ გაერთიანებებს მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით.