დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება - Palitra News

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება

2025-08-01 09:31:11+04:00

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება. მოსამართლე ნინო სახელაშვილი სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენს. ამავდროულად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები შეკრებას და საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავენ. ოპოზიციონერი ლიდერები ჟურნალისტს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას - უსაფუძვლოს უწოდებენ. საკითხთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა მმართველი გუნდის მხრიდანაც. ქართული ოცნების წევრები ფიქრობენ რომ სასამართლოს გადაწტყვეტილება ობიექტური და სამართლიანი იქნება. გამოძიება გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.