ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ - ასე იგზავნებოდა თავის დროზე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები საქართველოში - Palitra News

ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ - ასე იგზავნებოდა თავის დროზე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები საქართველოში

2025-08-01 12:40:55+04:00

1 თვე ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად - ბრიუსელის მიერ განსაზღვრული ვადა აგვისტოს ბოლოს იწურება. მმართველი გუნდი ევროკავშირს დიალოგზე მზაობას უდასტურებს და ევროპულ სტრუქტურებს შემხვედრი ნაბიჯის გადადგმას სთავაზობს. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპულმა ბიუროკრატიამ საბჭოური მიდგომა უნდა დაძლიოს და ევროპული მიდგომებით იმოქმედოს. ,,ქართული ოცნება’’ მიიჩნევს რომ ევროკომისია ქვეყანაში მოვლენების შეფასებისას არაობიექტურია, მათი მხრიდან რიგი კანონების გაუქმების მოთხოვნა კი - უსაფუძვლო. თავის მხრივ, ოპოზიცია რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე აქცენტირებს, თუმცა ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი არ აქვთ.