კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განაცხადებით, ტარიფების თაობზე აშშ-ის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია. მარკ კარნის თქმით, აშშ-მექსიკა-კანადის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების არსებობა ნიშნავს, რომ კანადურ საქონელზე ამერიკის საშუალო ტარიფი არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სხვა სავაჭრო პარტნიორთან შედარებით. აღნიშნული შეთანხმება, რომელიც დონალდ ტრამპის პირველმა ადმინისტრაციამ შეიმუშავა და ძალაში 2020 წელს შევიდა, ჩრდილოეთ ამერიკაში დამზადებული საქონლის ფართო სპექტრს უფლებას აძლევს, უტარიფო რეჟიმი მიიღოს. კანადის ცენტრალური ბანკის შეფასებით, კანადური ენერგო-ექსპორტის 100% და ყველა სხვა საქონლის 95% შეესაბამება შეთანხმების მოთხოვნებს.