უკვე რამდენიმე საათია, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე დასაკვნითი პროცესი გრძელდება - Palitra News

უკვე რამდენიმე საათია, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე დასაკვნითი პროცესი გრძელდება

2025-08-01 20:42:07+04:00

უკვე რამდენიმე საათია, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე დასაკვნითი პროცესი გრძელდება. შესაძლოა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ამ საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადოს. ჟურნალისტს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც გულისხმობს იმას, რომ მას 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სხდომას ესწრებიან ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა და ლიეტუვის საელჩოს წარმომადგენლები. გარდა ამისა, ადგილზე იმყოფებიან საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მშობლები და საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ამასთანავე, სასამართლოს მიმდებარედ ამაღლობელის მხარდამჭერები, მათ შორის ჟურნალისტები მის მხარდამჭერ აქციას ატარებენ. ისინი დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლებას მოითხოვენ. რაზე გაამახვილეს ყურადღება დასკვითი სიტყვის წარმოთქმისას ადვოკატებმა?