ნორიოს საწვრთნელ არეალში, მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების „მტკიცე სული 2025“ დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა - Palitra News

ნორიოს საწვრთნელ არეალში, მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების „მტკიცე სული 2025“ დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა

2025-08-01 20:45:34+04:00

ნორიოს საწვრთნელ არეალში, მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების „მტკიცე სული 2025“ დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროებს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამინისტროს ცნობით, სწავლების დროს ორი სამხედრო მაშინ დაშავდა, როდესაც ადგილზე ავტომობილი გადაბრუნდა. ამ დროისთვის, თავის დაზღვევის მიზნით, მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ.