უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს აშშ-თან დადებული სავაჭრო შეთანხმების გამო აკრიტიკებს - Palitra News

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს აშშ-თან დადებული სავაჭრო შეთანხმების გამო აკრიტიკებს

2025-08-01 20:47:40+04:00

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს აშშ-თან დადებული სავაჭრო შეთანხმების გამო აკრიტიკებს. უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რომელთაგან პირველი არასწორი დრო იყო. ორბანის განცხადებით, როდესაც დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა, ევროპაში ის სერიოზულად არ აღიქვეს და არც მისი დაპირების დაიჯერეს გლობალური ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის შესახებ.