ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირს ამჟამად პოლიტიკური სუვერენიტეტი არ გააჩნია და ამას ეკონომიკური დამოუკიდებლობის დაკარგვაც მოჰყვება. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეს ყოველივე კოლოსალურ დანაკარგებს იწვევს, ამიტომ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რუსეთის სუვერენიტეტის განმტკიცებაა. პუტინის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოება შესაძლოა დაცული იყოს საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში. მისივე თქმით, აუცილებელია გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების განხილვა დროის შეზღუდვების გარეშე. ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთს სურს რუსეთის წინსვლის შეჩერება, თუმცა მისი დამარცხება ადრეც სცადა.