9 თვეში სანქციებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა მილიონობით ლარით გაიზარდა და დაახლოებით 319 მლნ ლარი შეადგინა. უფრო კონკრეტულად, წელს, იანვარ-სექტემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით სანქციებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში 18 მლნ ლარით მეტი შევიდა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2025 წლის 9 თვეში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 319 მილიონ ლარს გადააჭარბა, მაშინ, როცა 2024 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 301 403 752 ლარი იყო. მონაცემების მიხედვით, წელს იანვარ-სექტემბერში ბიუჯეტში შესული 319 მლნ ლარიდან 264 მლნ ლარზე მეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოწერილ ჯარიმებზე მოდის. ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 188 423 861ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი 172 717 601 ლარი.