საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება წლიურად შემცირდა. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალი" წერს. უფრო კონკრეტულად, ანალიზის მიხედვით, 2025 წლის სექტემბერში, საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 1.5%-ით, 1,107 გვტ. საათამდე შემცირდა. ხოლო ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 2%-ით 1,078 გვტ. საათამდე იყო შემცირებული. რაც შეეხება ღირებულებას, "თიბისი კაპიტალის" მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ფასმა თითქმის 6 ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 7.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გარდა ამისა, ანალიზში მოყვანილია ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებიც. კერძოდ, მიმოხილვის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტმა 6 გვტ. საათი შეადგინა, ხოლო იმპორტირებულია 23 გვტ. საათი ელექტროენერგია.