„ქართული ოცნება“ იმ პარტიებს ასახელებს, რომელთა აკრძალვის მოთხოვნითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს - Palitra News

„ქართული ოცნება“ იმ პარტიებს ასახელებს, რომელთა აკრძალვის მოთხოვნითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

2025-10-28 15:19:53+04:00

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. შესაბამისი განცხადება რამდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.