„მოძრაობა თავისუფლების მოედანმა“ დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპის 10-პუნქტიანი გეგმა“  წარადგინა - აპირებენ თუ არა დანარჩენი ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობას? - Palitra News

„მოძრაობა თავისუფლების მოედანმა“ დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპის 10-პუნქტიანი გეგმა“  წარადგინა - აპირებენ თუ არა დანარჩენი ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობას?

2025-10-28 16:00:21+04:00

ვიდრე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას მათ შორის საპარლამენტო უფლებამოსილების ფარგლებში აანონსებს, პარლამენტის კედლებს გარეთ ოპოზიციის მეორე ნაწილი რჩება. ისინი მიიჩნევენ,რომ ახლა წინააღმდეგობის მთავარი ხაზი სწორედ ქუჩის პროტესტზე გადის. ოპონენტები აცხადებენ, რომ აუცილებელია აქციები გაფართოვდეს. პარტიებმა უკეთესი ორგანიზება და საერთო მიზნების გარშემო კოორდინაცია შეძლონ. „მოძრაობა თავისუფლების მოედანმა“ დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპის 10-პუნქტიანი გეგმა“ წარადგინა, რომელიც მათ შორის დემოკრატიის ეროვნული ფონდის, საგარეო პოლიტიკის საბჭოს დაარსებასა და საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებტან აქტიურ კომუნიკაციას გულისხმობს. აპირებენ თუ არა დანარჩენი ოპოზიციური პარტიები "მოძრაობა თავისუფლების მოედანთან" თანამშრომლობას?