ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი - როგორიც არის პოლიტიკური დაკვეთა, ისეთ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და პროკურატურა - Palitra News

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი - როგორიც არის პოლიტიკური დაკვეთა, ისეთ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და პროკურატურა

2025-10-28 16:04:53+04:00

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ოპოზიციონერ პოლიტიკოს ბრალად ედება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება. თავად ბრალდებული აცხადებს, რომ არ შეიძლება პოლიტიკური დაპირება ქრთამად ჩაითვალოს. პოლიტიკური განცხადების გამო კი პოლიტიკოსი პატიმრობაში აღმოჩნდეს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, გაუგებარია რატომ ზის ციხეში 2 თვის განმავლობაში. მოსამართლის გადაწყვეტილება გაუგებარი აღმოჩდა დაცვის მხარისთვის, ადვოკატის თქმით, ლევან ხაბეიშვილის პატიმრობაში დატოვება მაშინ, როცა ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშილის მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე პროკურატურა მიიჩნევდა, რომ გირაო საკმარისია, უსამართლო გადაწყვეტილებაა. რა არგუმენტების გათავალისწინებით დატოვა მოსამართლემ ლევან ხაბეიშვილი კვლავ პატიმრობაში.