ლიკა გუნცაძე - „დამნაშავე" ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიამ დაჯილდოებაზე მიიწვია - Palitra News

ლიკა გუნცაძე - „დამნაშავე" ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიამ დაჯილდოებაზე მიიწვია

2025-10-28 21:05:15+04:00

პატიმრობაში მყოფი ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიამ დაჯილდოებაზე მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის დედა ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ აქვეყნებს და შესაბამის წერილს ავრცელეს.

„დამნაშავე" ანდრო ჭიჭინაძე მიიწვია ევროპის კინოაკადემიამ დაჯილდოებაზე“, - წერს ლიკა გუნცაძე.

წერილის თანახმად, დაჯილდოება 2026 წლის 17 იანვარს ბერლინში გაიმართება.

შეგახსენებთ, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გასული წლის საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.