„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელოს“ აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სხვა ოპოზიციური პარტიების, კერძოდ „დროას“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ევროპული საქართველოს“ და „ფედერალისტებს“ აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება, რადგან, პაპუაშვილის შეფასებით, მათ სტრუქტურით ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ გააჩნიათ. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრები - როგორც თავად ამბობენ, დრო აჩვენებს, არის თუ არა პარტიების აკრძალვის ინიციატივა მორიგი „ფეიქ“ კამპანია. გახარიას გუნდში კვლავ ამტკიცებენ, რომ, შესაძლოა, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ გარკვეული გარიგება შეიძლება არსებობდეს. კიდევ რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები ?