თითქმის 1-წლიანი საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ გახარიას პარტია პარლამენტს დაუბრუნდა - რას აცხადებენ პოლიტიკოსები? - Palitra News

თითქმის 1-წლიანი საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ გახარიას პარტია პარლამენტს დაუბრუნდა - რას აცხადებენ პოლიტიკოსები?

2025-10-28 21:38:43+04:00

თითქმის 1-წლიანი საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ გახარიას პარტია პარლამენტს დაუბრუნდა. დღეს გახარიას თანაგუნდელები პლენალურ სხდომათა დარბაზში „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებთან ერთად ისხდნენ. მათივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინააღმდეგ ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტმა და 4-ი ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე განვითარებულმა მოვლენებმა „ქართულ ოცნებას“ იმის შესაძლებლობა მისცა, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა დაეძლია, სწორედ ამიტომ, გახარიას გუნდში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებენ და საპარლამენტო ტრიბუნას კრიტიკული პოზიციის გასაჟღერებლად გამოიყენებენ. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ „გახარია საართველოსთვის“ გუნდს, საპარლამენტო არჩევნების შედეგის აღიარება მოუწია და გახარიას გუნდს სხვა ოპოზიციური პარტიებიც მწვავედ აკრიტიკებენ. როგორც თავად ამბობენ, რომ გიორგი გახარიამ ჯერ "ქართულ ოცნებას", შემდეგ კი ოპოზიციას უღალატა.