რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეებმა საავტომობილო მოძრაობა კიდევ ერთხელ გადაკეტეს - პარლამენტთან შეკრებილმა პროტესტის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. პარლამენტის მიმდებარედ ასევე მობილიზებული იყო პოლიცია. პროტესტის პარალელურად, პარლამენტთან, სადაც კარვებია გაშლილი ამ დროისთვის ხუთი პირი, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე შიმშილობს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები კი უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.