პროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა - Palitra News

პროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

2025-10-29 09:25:36+04:00

პროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის თებერვლიდან გამოაცხადა ტენდერები საბავშვო ბაღების პროექტირებისა და მშენებლობის თაობაზე, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ლაგი კაპიტალი.

ბრალდებულმა აღნიშნულ კომპანიას ეტაპობრივად, სამშენებლო სამუშაოების დაწყების მიზნობრიობით, ავანსის სახით 11 მილიონ ლარზე მეტი თანხა გადაურიცხა ისე, რომ რიგ შემთხვევებში ჯერ კიდევ ბაღების სამშენებლო პროექტები არ არსებობდა.

ჩარიცხული თანხებიდან ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 9 365 000 ლარს. შედეგად, პროექტით გათვალისწინებული 22 საბავშვო ბაღი არ აშენებულა.

დაკავებულს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წარედგინა.