კომუნიკაციების კომისიამ ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტში 30-ზე მეტი ტრენინგი ჩაატარა და 450-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადა. პროგრამის მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა და სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება.