„ქართული ოცნება“ გადააგზავნის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლითაც სამი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ახალის“ აკრძალვას ითხოვს - რა ეტაპზეა აღნიშნული პროცესი - Palitra News

„ქართული ოცნება“ გადააგზავნის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლითაც სამი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ახალის“ აკრძალვას ითხოვს - რა ეტაპზეა აღნიშნული პროცესი

2025-10-29 12:35:39+04:00

დიდი ალბათობით დღეს „ქართული ოცნება“ გადააგზავნის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლითაც „ქართული ოცნება“ 3-ი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ახალის“ აკრძალვას ითხოვს. სამთავრობო გუნდში მიაჩნიათ, რომ ეს პოლიტიკური ძალები ქვეყანაში დესტაბილიზაციის მთავარი წყაროს წარმოადგენენ. თავად საკონსტიტუციო სარჩელის ადრესატები კი „ქართულ ოცნებას“ რეპრესიების მორიგ მცდელობაში სდებენ ბრალს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი ქვეყანაში ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტის განადგურებას ცდილობს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის. რა ეტაპზეა აღნიშნული პროცესი და რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები.