თავისუფალი არჩევნების ჩასანიშნად, აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად და ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე დასაბრუნებლად გიორგი გახარიას გუნდი მუშაობას პარლამენტში სადეპუტატო უფლებამოსილების ფარგლებში გააგრძელებს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ, რომ პარლამენტის ტრიბუნას განსხვავებული მოსაზრებებისა და კრიტიკული განცხადებების გასაჟღერებლად გამოიყენებენ. მათი შეფასებით, საპარლამენტო ბოიკოტმა საქართველოს მოსახლეობა ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული გადაწყვეტილებების პირისპირ მარტი, დაუცველი დატოვა. გახარიას პარტიის წევრებმა პარლამენტში ფრაქცია გუშინ შექმნეს. ფრაქცია 10 დეპუტატის შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.