„ძლიერი საქართველო-ლელო“, არაბული საინვესტიციო ჯგუფისთვის, თბილისში, კრწანისის ტყე-პარკისა და ბათუმში, ე.წ. გონიოს პოლიგონის ტერიტორიის გადაცემის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გასაჯაროებას მოითხოვს.როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ არაბულ საინვესტიციო ჯგუფს თბილისში 590 ჰექტარი და ბათუმში 260 ჰექტარი ყოველგვარი ტენდერის, გამჭვირვალობის და სახალხო განხილვების გარეშე გადასცა. კუპრაძე ხელშეკრულების პირობების გასაჯაროებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავს.