სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, სასამართლომ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების სახით შეცვალა და 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. ადვოკატის ინფორმაციით, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ის ვერ ამოძრავებს კისერსა და კიდურებს. სწორედ ამის გამო დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდებული დისტანციურად ესწრებოდა. სასამართლო სხდომის დეტალების შესახებ მაშო დიასამიძე ისაუბრებს.