უკრაინული მედია - რუსებმა ხერსონში ბავშვთა საავადმყოფოს დაარტყეს, დაშავებულია 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვები - Palitra News

უკრაინული მედია - რუსებმა ხერსონში ბავშვთა საავადმყოფოს დაარტყეს, დაშავებულია 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვები

2025-10-29 15:44:16+04:00

რუსულმა მხარემ ხერსონში ბავშვთა საავადმყოფოს დაარტყქჭ, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ხერსონის საოლქო პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, ცეცხლის გახსნისას საავადმყოფოში სამედიცინო პერსონალი, მცირეწლოვანი პაციენტები, მათი მშობლები იმყოფებოდნენ. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი და სამი სამედიცინო მუშაკი.