აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, ე.წ. შათდაუნის ფონზე სამსახურიდან ათასობით საჯარო მოხელე გაათავისუფლოს - Palitra News

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, ე.წ. შათდაუნის ფონზე სამსახურიდან ათასობით საჯარო მოხელე გაათავისუფლოს

2025-10-29 15:45:09+04:00

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, ე.წ. შათდაუნის ფონზე სამსახურიდან ათასობით საჯარო მოხელე გაათავისუფლოს. საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, ფედერალური მოხელეების პროფკავშირების მოთხოვნა დააკმაყოფილა და ტრამპის ადმინისტრაციას საჯარო უწყებების პერსონალის შემცირება სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას აუკრძალა. მანამდე საჯარო მოხელეების პროფკავშირები „შათდაუნის“ დასრულების მოწოდებით გამოვიდნენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი 1-ლი ოქტომბრიდან გამოცხადდა, რაც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას გულისხმობს. 28 ოქტომბერს სენატში ფედერალური მთავრობის დაფინანსების პროექტის მიღების მე-13 მცდელობა ჩავარდა.