ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კვლავ ძალაშია, მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ ათობით ობიექტს მნიშვნელოვანი დარტყმები მიაყენეს. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღამით და დღეს დილით განხორციელებული დარტყმების სამიზნე „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების 30-ზე მეტი მეთაური იყო. ისრაელმა ქალაქ ღაზაზე იერიში მიიტანა.როგორც ისრაელის მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მორიგი დარღვევის გამო მიიღეს. ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასი“გარდაცვლილი მძევლების ცხედრების გადაცემას აჭიანურებს.