ცოტნე დადიანის ქუჩაზე მეათე სკოლასთან, სადაც მოსწავლეები და მშობლები საპროტესტო აქციას მართავდნენ, მანქანა შევარდა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელში ჩანს, რომ ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები დგანან, მანქანა შედის და "დრიფტაობს". შსს-მ ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები ონლაინ სწავლებას აპროტესტებენ და განათლების სამინისტროს მეათე სკოლისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფასა და ახალი სკოლის აშენებას ითხოვენ.