პროტესტის 336-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცლელია- დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები. რუსთაველის ძეგლთან ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქციაც გაიმართა. პირველ ნოემბერს კი მორიგი საპროტესტო აქცია დაანონსდა. ე.წ. "საზმაუს მარშის“ ლიდერებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადეს, რომ 14:00 საათზე საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან გაიმართება, საიდანაც მსვლელობით ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობასთან გადაინაცვლებენ. ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქცია „ხელისუფლებაში არსებული კორუფციისა და სახელისუფლებო პროპაგანდის წინააღმდეგ იქნება მიმართული“.