კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა - Palitra News

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა

2025-10-30 09:20:17+04:00

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა. მიზანი მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, მედიაწიგნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. დაწყებითი და უფროსი კლასის მოსწავლეებმა, სხვადასხვა აქტივობა ჩაატარეს, რომელიც მათ შორის მედიაწიგნიერების უნარების გამოყენებით ინფორმაციის გააზრებას, ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევას შეეხებოდა.