საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულობის პირველი სხდომები იმართება. თბილისის საკრებულოში მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი გახსნა. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს, მოადგილეებს, ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარეებს ირჩევენ. თბილისის საკრებულოში მანდატები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 20 მანდატი; „ძლიერი საქართველო - ლელო“ - 2, „გირჩი“ - 2, „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 1 მანდატი. ლელო ძლიერი საქართველოს წევრებმა საკრებულებში შესვლის პირველივე დღე ქართული ოცნების კრიტიკით დაიწყეს. ისინი 57 საკრებულოში, სადაც მანდატები მოიპოვეს კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიების შექმნას მოითხოვენ.