საქართველოში თვეში საშუალოდ 16 800 მსუბუქი ავტომობილი რეგისტრირდება - Palitra News

საქართველოში თვეში საშუალოდ 16 800 მსუბუქი ავტომობილი რეგისტრირდება

2025-10-30 13:41:19+04:00

საქართველოში თვეში საშუალოდ 16 800 მსუბუქი ავტომობილი რეგისტრირდება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში უკვე მილიონ 982 ათასზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული. რეალურ დროში ოფიციალურ მონაცემებზე დაკვირვებით ჩანს, რომ თვეში საშუალოდ 16 800 მანქანა გადის რეგისტრაციას. ავტომობილების გარკვეული ნაწილი, შესაძლოა, შემდგომ რეექსპორტზე გავიდეს. თუმცა, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალების დარეგისტრირება ნიშნავს, რომ შიდა სატრანზიტო ნომრის გამოყენების 2-თვიანი ვადა უკვე გასულია, შესაბამისად, ავტომობილი ქვეყანაში საშუალოდ 2 თვე იმყოფება. მომსახურების სააგენტოს სტატისტიკიდან ასევე ჩანს, რომ ქვეყანაში უკვე 1 მილიონ 683 ათასზე მეტი მართვის მოწმობაა გაცემული.